დღეს პრაქტიკა, როგორც პედაგოგიური მეცნიერების ობიექტი, რთულ ტრანსფორმაციას განიცდის. როგორ ზემოქმედებს ეს მეცნიერებაზე? პედაგოგიური მეცნიერება ალბათ აუცილებლად ჩამორჩება ცხოვრებას, თუ თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა ერთიანი სისტემით არ განვითარდება. ანუ, აუცილებელია პედაგოგიური თეორიის შესაძლებლობების პედაგოგიური სინამდვილის ასახვისა წინსწრების, პრაქტიკაზე მექანიზმების ზემოქმედების კვლევების თვალსაზრისით.
თუ ავღნიშნავთ ძირითადი ძვრა პედაგოგიურ ცხოვრებაში უფრო ზოგადად, გლობალური გადასვლაა რეალობაზე _ რეცეპტურულ-ასახვითი მიდგომიდან კონსტრუქციულ-საქმიანობით მიდგომაზე.
ეს პროცესი ხასიათდება შემდეგი გამოვლინებებით;
რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოსწავლეთა მანიპულირებასთან და მზა ცოდნის დამახსოვრების მიზანთან;
წინსვლის შეჩერება შეუძლებელია. გრძელდება მძლავრი ინოვაციური იმპულსის მოქმედება, რომელიც მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის ყველა მხარეს. ამავე იმპულსმა გამოიწვია ამ მეცნიერული გააზრებისა და დასაბუთებისადმი ახალი მიდგომები. ამ ასპექტში პედაგოგიური მეცნიერების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს განათლების შინაარსის წინმსწრები კონცეფციის შექმნა, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკაზე ზეგავლენის ინსტრუმენტს პიროვნული მიდგომის პოზიციიდან (3).
რაც შეეხება განათლების შინაარსს, უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ შინაარსის თეორია და სტანდარტების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავების პრაქტიკა თანაარსებობენ პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სტანდარტებზე მომუშავენი ორიენტირებულნი არიან არა განათლების შინაარსის თეორიაზე, არამედ სხვა ფენომენებზე.
განათლების შინაარსის არასაკმარისი დასაბუთების კომპენსირება ვერ ხერხდება ვერც ამ საქმეებში მოწვეული მსხვილი სპეციალისტების მონაწილეობის გზით, ვერც პრაქტიკაში მიღწევების მქონე პედაგოგების დახმარებით; მაგრამ საკმარისი არაა მხოლოდ თეორიულად მომზადებულები. ამის შედეგად, ჩვეულებრიობის დონეზე, განათლების შინაარსი ხშირად ესმით როგორც სასწავლო საგნების შემთხვევითი ნაკრები. მასიურ პედაგოგიურ ცხოვრებაში განათლების შინაარსის შესახებ წარმოდგენა დღემდე დაიყვანება სასწავლო მასალამდე. შინაარსი ჯერ კიდევ შემოიფარგლება ცოდნით, უნარებით და ჩვევებით. ცოდნებად ჩვეულებრივ მიჩნეულია წამყვანი როლი პედაგოგთა მხრიდან და მათ ექცევათ უფრო მეტი ყურადღება. საქმიანობის სახეებს კი დღემდე შეუსაბამებენ სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს, ანუ მის პროცესუალურ ასპექტებს, მაშინ როცა, თანამედროვე დიდაქტიკური კონცეფციები მათ რთავენ განათლების შინაარსის სტრუქტურაში, როგორც ,,მას" რასაც უნდა დაეუფლოს მოსწავლე. (4)
მაგრამ თეორიაც, როგორც პრაქტიკის ანარეკლი, დღესდღეობით მთლად ადეკვატური არაა. ის ნაკლებად იკვლევს პიროვნების განვითარების სოციალური სიტუაციის როლს მისი განათლების პროცესში, ბავშვის გამოცდილებას, როგორც პედაგოგიურ კატეგორიას. დღეს ბავშვი ჩაფლულია საქმიანობის მრავალ სახეობაში, რომლებიც მხოლოდ ფორმით მოგვაგონებენ საგანმანათლებლოს, ხოლო მასწავლებელი_პედაგოგს. ჩნდება კითხვა: ხდება თუ არა პედაგოგიური საქმიანობის ფუნქციის ცვლილება და სტრუქტურის გართულება, თუ იგი რჩება უცვლელი სახით? და როგორ შეიძლება გამოიყოს პედაგოგიური საქმიანობა საქმიანობის სხვა სახეებიდან. განათლება ხშირად კარგავს თავის საგანმანათლებლო ფუნქციას, როცა ანხორციელებს სხვადასხვა სახის კორექციებს. მაგრამ პედაგოგიკაში, აღნიშნავენ მკვლევარები, ეს ძალიან საშიშია, თუ ხდება ფუნქციის რედუქცია, თუნდაც რაიმე უმნიშვნელოსადმი. რადგან ,,არც ერთი პედაგოგიური კანონზომიერება არ რეალიზდება, თუ არ რეალიზდება ასეულობით სხვა?". ჩვენ ძველებურად ვტრიალებთ ერთი და იმავე, ხშირად ,,იდეოლოგიურად მოცემული" წარმოდგენების ჩარჩოებში: მიზანმიმართული პედაგოგიური ზემოქმედება, აღმზრდელობითი მუშაობა, საქმიანი მიდგომა, ტექნიკური პოზიციიდან პედაგოგიური საქმიანობის განხილვა. ჩვენი აზრით, პედაგოგიური საქმიანობა, რომელიც მიმართულია ბავშვის პიროვნების განვითარებისაკენ, ხოლო სხვა დანარჩენს, რომლებიც არ ჯდებიან ამ კონტექსტში, ფაქტიურად არ აქვთ პედაგოგიური აზრი.
ახლა განსაკუთრებით აქტუალური უნდა გახდეს მეცნიერების წინმსწრები ფუნქციის რეალიზაციისათვის მუშაობა. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ საბჭოთა პედაგოგიკის ისტორიაში ადგილი ჰქონდა წარმატებულ ცდებს, რათა შეექმნათ განათლების შინაარსის წინმსწრები პედაგოგიური თეორია (მ. სკატკინი, ი. ლერნერი, ვ. კრაევსკი). მაგრამ უნდა ითქვას, რომ უფრო იდეოლოგიურის, ვიდრე პედაგოგიური ხასიათის რიგი მიზეზების გამო მან მაინც ვერ მოახდინა გავლენა მასობრივ პედაგოგიურ პრაქტიკაზე. შემდგომში ადგილი ჰქონდა პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუციონალურ კრიზისს, რომელსაც შედეგად მოჰყვა მეთოდოლოგიური კრიზისი. თანამედროვე პედაგოგიური თეორია თანდათან გაფერმკრთალდა. დღეს სულ უფრო და უფრო იშვიათია ტრადიციული კვლევები შინაარსის სფეროში და განათლების მეთოდებში. საგანმანათლებლო კანონზომიერებები იცვლებიან სხვა მეცნიერებათა დასკვნით. მკვლევართა სავსებით სამართლიან მისწრაფებას, გაამდიდრონ პედაგოგიკა სხვა მეცნიერებებში მოპოვებული მიღწევებით, ხშირად მივყავართ პედაგოგიკის საგნის ნაწილობრივ დაკარგვამდე. იდეა, თითქოს თეორიამ გაუსწრო პრაქტიკას, დღემდე სუსტად რეალიზებულია (1)
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პრაქტიკაზე გავლენის მოხდენის მექანიზმს გამოიყენებს პედაგოგიკის თეორია, რომელიც გადაჭრის პედაგოგიკის ყველაზე მწვავე და სიღრმისეულ პრობლემებს: ბავშვის დამოკიდებულება განათლებასთან, განათლების პროცესში მისი პიროვნული განვითარება. ა. მასლოუმ გვაჩვენა რომ განათლება პიროვნულ სფეროში უფრო მნიშცნელოვანია, ვიდრე ორიენტირება ვიწრო საგნობრივ სფეროებში. უნდა იყოს ისეთი პედაგოგიური თეორია, რომელიც მოიცავს არა ნაწილობრივ, არამრდ ინტეგრალურ ცოდნას. ასეთმა თეორიამ უნდა მოგვცეს ახალი ხედვა განათლების შინაარსის ბუნებაზე, შემადგენლობაზე და სტრუქტურაზე; აგრეთვე ერთიანი (მთლიანი) პედაგოგიური პროექტის ჩარჩოებში მისი კონსტრუირების ორიენტირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პიროვნების განვითარებას.
განათლება შეუძლებელია პიროვნებასთან დამოკიდებულებების გარეშე. შაქმე მხოლოდ იმაშია, თუ რა როლს თამაშობს პიროვნება ამ პროცესში_მიზნის თუ საშუალების. თრადიციული განათლება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ფუნქციონალურ, საგნობრივ განათლებას. პიროვნებას იყენებს სწორედ საშუალების ფუნქციით, ეყრდნობა მოტივაციის მექანიზმებს, მნიშვნელოვან ორიენტირებს, როგორც გარედან დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო რაღაც სახის მამოძრავებელ ძალებს. ამ პიროვნული ,,მექანიზმების", ,,ფუნქციების", განვითარება ამ შემთხვევაში ხდება გზადაგზა იმ ზომით და იმ ასპექტებში, სადაც მათი საჭიროება და მოთხოვნებია ინდივიდის სოციალური ორიენტაციისათვის (2)
პიროვნებაზე ორიენტირებული განათლება, პირიქით, ადამიანის პიროვნების არსებობის მექანიზმს_რეფლექსიას, პასუხისმგებლობას, ავტონომიურობას, აზრობრივ შემოქმედებას_ განიხილავს როგორც განათლების თვითმიზანს, რომლის მიღწევაზე საბოლოოდ დამოკიდებულია მისი შინაარსობრივი და პროცესუალური კომპონენტები.
პიროვნულ პარადიგმაზე გადასვლა, როგორც შემეცნებაში და საგანმანათლებლო პროცესების პროდუქტირებაში ერთიანობის უფრო მაღალ დონეზე გადასვლა, აფართოვებს პედაგოგიკის მეთოდოლოგიის ფუნქციას. ის ხდება ადამიანის ფილოსოფიის თავისებური გამოყენებითი სფერო, ხოლო პედაგოგიური შემეცნების რეგულატორად გამოდის ადამიანური ყოფიერების ერთიანი სახე, განათლების შესაძლებლობებიადამიანის არსებითი ძალების განვითარებაში.
პიროვნების სოციალურად მნიშვნელოვანი თვისების ფორმირება, გარემო სინამდვილესთან (საზოგადოებასთან, საერთოდ, ადამიანებთან და გარშემომყოფ საგნებთან, თავისი თავის მიმართ) მისი დამოკიდებულებების (კავშირების) წრის შექმნა და გაფართოება_აი, რაზე უნდა იყოს მიმართული აღზრდის პროცესი.
თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთქმედების საუკეთესო საშუალებაა- როცა შემეცნება და გარდამქმნელი (შეცვლის) ექსპერტი თავიდანვე ერთად ვითარდებიან. მის შედეგად, მეცნიერებისა და პრაქტიკის ურთიერთდამოკიდებულება უნდა ფორმირდებოდეს (იგებოდეს) არა მარტო პრაქტიკისათვის_პედაგოგიური ტექნოლოგიების დამუშავებისა და გადაცემის გზით,არამედ პედაგოგის, როგორც ამ ტექნოლოფიების მატარებლის იმავდროული ჩამოყალიბებით. |