უკანასკნელ წლებში რიგ ქვეყნებში გაიზარდა ინტერესი პროფესიული სწავლების მეთოდიკის, როგორც პედაგოგიური ცოდნის დამოუკიდებელი განშტოების მიმართ. ეს გულისხმობს პედაგოგის საქმიანობის შესწავლისთვის საჭირო რეგულაციის სპეციალური საშუალებების კონსტრუირების, გამოყენების და განვითარების შესახებ პედაგოგიურ ცოდნას. გამოვიდა ნ. ერგანოვას (რუსეთი), ვ. სემიჩენკოს (უკრაინა), ბ.კრაიკოს (ბელორუსია), ე. კოროს (მოლდავეთი), გ. იბრაგიმოვის (აზერბაიჯანი) და სხვა მკვლევართა ნაშრომები, რომლებშიც არსებითად შემუშავებულია პედაგოგიკის მეთოდური ცოდნის და მეთოდური საქმიანობის თეორია, განხილულია პროფესიული სწავლების ძირითადი პრობლემები: სწავლების საშუალებების მეთოდური პროექტირება და კონსტრუირება, პროფესიული სწავლების მეთოდიკის და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირი და ურთიერთშეპირობებულობა, რაც საშუალებას იძლევა მთლიანობაში წარმოვიდგინოთ მეთოდური ცოდნის თანამედროვე მოდელი.
სამწუხაროდ, საქართველოში, ტექნიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკაში სიტუაცია ისეთია, რომ პროფესიული სწავლების პედაგოგთა საქმიანობაში სწავლების მეთოდები ძირითადად სტიქიურადაა დალაგებული პირადი გამოცდილებისა და სასწავლო მასალის გადმოცემის საფუძველზე. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ პედაგოგთა ძირითადი უმრავლესობისათვის უცნობია უახლესი მიღწევები სწავლების ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე, ინოვაციური პროცესები პროფესიული მომზადების სისტემაში.
პროფესიულ პედაგოგიკაში საწარმოო სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით არსებობს ორი თვალსაზრისი. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ თეორიული ცოდნისა და საწარმოო უნარებისა და ჩვევების ფორმირება--მსგავსი პროცესებია. ამის შედეგია ის, რომ თეორიულ და საწლარმოო სწავლებაში გამოიყენება ერთი და იგივე მეთოდები. სპეციფიკა მხოლოდ მათი რეალიზაციის ფორმაშია. მეორენი კი მიუთითებენ საწარმოო უნარებისა და ჩვევების ფორმირების სპეციფიკაზე. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საწარმოო სწავლებისათვის დამახასიათებელია რეპროდუქციული საქმიანობა. მონაწილენი იძულებულნი არიან რამდენჯერმე გაიმეორონ ერთი და იგივე ოპერაცია, რათა განიმტკიცონ ფორმირებული უნარი. ამ თვალსაზრისის თანახმად, საწარმოო სწავლებისათვის დამახასიათებელია პრაქტიკული მეთოდები: ლაბორატორიული სამუშაოები, სავარჯიშოები და ა. შ.
ჩვენ ვფიქრიბთ, რომ საწარმოო სწავლების მეთოდების არსის ასახსნელად აუცილებელია შინაარსისა და მონაწილეთა საქმიანობის დახასიათებას შორის კავშირის განხილვა.
თეორიული სწავლების შემთხვევაში მონაწილეთა საქმიანობა ატარებს უპირატესად შემეცნებით ხასიათს, რომლის შედეგია ცნებების ფორმირება, ტექნიკური აზროვნების განვითარება. ყოველ ცნებას შეესაბამება გარკვეული ნიშანი (სიმბოლო), ამიტომ მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის გარეგნულ მხარეს წარმოადგენს ნიშნური საქმიანობა.
საწარმოო სწავლების პროცესში მონაწილეთა საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვაგვარ შრომის იარაღთან: მარტივი საზეინკლო ინსტრუმენტებიდან დაწყებული, რთული საზომი კომპლექსებით დამთავრებული. სასწავლო-საწარმოო საქმიანობა გარდაქმნისა და განახლების ხასიათს ატარებს. სასწავლო-საწარმოო შრომის შედეგს წარმოადგენს მატერიალური ობიექტები (აწყობილი მექანიზმები, სხვადასხვა აპარატურის ბლოკები, დეტალები და ა. შ.). საწარმოო სწავლების გაკვეთილებზე მონაწილეთა საქმიანობის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს, მათ მიერ, გაკვეთილის ყოველ ეტაპზე თუნდაც პატარა საწარმოო ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ამიტომ, დამოუკიდებლად მუშაობა - ესაა მონაწილეთა სასწავლო-საწარმოო საქმიანობის ძირითადი ფორმა.
მოცემული სასწავლო-საწარმოო ამოცანის გადაჭრა გულისხმობს შედეგის მიღების რამოდენიმე ვარიანტს. თავისი ცოდნიდან და საწარმოო საქმიანობიდან გამომდინარე მონაწილე ირჩევს ამოცანის გადაჭრის ამა თუ იმ ვარიანტს, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ საწარმოო სწავლების გაკვეთილზე მონაწილის ინდივიდუალური საქმიანობის შედეგები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საწარმოო სწავლების შინაარსი იძლევა მონაწილეთა მრავალმხრივი საქმიანობის ორგანიზაციის დიდ შესაძლებლობებს.
ამ საქმიანობის ორგანიზაციას ხელს უწყობს საწარმოო სწავლების მეთოდები. საწარმოო სწავლების მეთოდების ნომენკლატურაში შედიან როგორც თეორიული, ასევე სპეციალური მეთოდები, რომლებიც მიმართულნი არიან პროფესიული სწავლების ფორმირებაზე. თეორიული სწავლების მეთოდების გამოყენება განპირობებულია გაკვეთილის ცალკეულ ეტაპზე ოსტატისა და მონაწილის საქმიანობის შინაარსით. მაგალითად, შესავალი (პირველი) ინსტრუქტაჟის დროს, როცა ფორმირდება მომავალი შრომითი საქმიანობის თეორიული სწავლების მეთოდები. თუმცა, საეჭვოა მართლზომიერი იყოს საწარმოო სწავლების გაკვეთილებზე მონოლოგური ან სანიმუშო (საჩვენებელი) მეთოდების, ანუ იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც განაზოგადებენ მოსწავლეთა რეპროდუქციული აზრობრივ საქმიანობას. საწარმოო სწავლების მეთოდიკაში საჩვენებელი მეთოდის ნაცვლად ფართოდ გამოიყენება შრომითი ქმედებების ჩვენების მეთოდი.
საუბარი, როგორც სწავლების ხერხი, ფართოდაა გამოყენებული საწარმოო სწავლების გაკვეთილებზე. ამიტომ, თეორიული ცოდნის გახსენებისა და გამეორების ეტაპზე მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას დიალოგური მეთოდი.
იმ პირობებში, როცა სასწავლო სახელოსნოებში შეუძლებელია მწარმოებლური პროცესის ან ელექტრო ხელსაწყოების მუშაობის ავარიული რეჟიმების აღდგენა-გამეორება, ფართოდ იყენებენ ტრენაჟორებს, რომლებიც იმიტირებენ საწარმოო პროცესის ყველა სტადიას. ამ შემთხვევაში გამოიყენება საწრთვნელი მეთოდი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს საწარმოო უნარების ფორმირების პროცესს იმიტირებული სავარჯიშოების დახმარებით.
საწარმოო სწავლებაში ტრენაჟორების ფართო დანერგვით პროფესიული უნარების ფორმირების პროცესში განსაკუთრებულ როლს იძენს ალგორითმული მეთოდი (განსაკუთრებული მნიშვნელიბა ენიჭება ალგორითმულ მეთოდს)
ამ მეთოდის როლი დიდია მონაწილეთა ტექნიკური დიაგნოსტიკის სწავ ლების პროცესში. იგი ეხმარება ამოცანის გადაჭრას ამა თუ იმ ტექნიკური ობიექტის გაუმართაობის აღმოფხვრის სწავლების საქმეში. ალგორითმული მეთოდის გამოყენების წესებს წარმოგიდგენთ დართულ სქემაში;
ოსტატის საქმიანობა:
- მოსწავლეებისთვის აპარატურის გაუმართავი ბლოკის წარდგენა
- აპარატურის ტიპობრივი გაუმართაობების ჩამონათვალის განსაზღვრა საერთო ჩამონათვალიდან ერთი გაუმართაობის გამოყოფა.
- მონაწილეებისათვის გაუმართაობის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით საკითხის დაყენება გაუმართაობის შესაძლო მიზეზის მითითება.
- ოპერაციის, მისი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და მუშაობის შემოწმების ხერხების ჩვენება.
- მომდევნო მიზეზის მითითება (მეორდება მანმადე, სანამ მონაწილეები არ გააცნობიერებენ მითითებული გაუმართაობის ყველა მიზეზის აღმოფხვრისათვის საჭირო ყველა ოპერაციებს)
მონაწილის საქმიანობა:
- გაუმართაობის ფაქტის დადგენა, ბლოკის გაუმართაობის ნიშნების დაზუსტება
- გააზრება, ტიპობრივი გაუმართაობების კლასიფიკაცია, კონსპექტის წარმოება
- გაუმართაობის პირდაპირი (უფრო შესაძლებელი) და ირიბი (ნაკლებად შესაძლებელი) მიზეზების მითითება. შესასრულებელი ქმედებების თანმიმდევრული გაცნობიერება, ოპერაციის დამუშავება
- გააზრება, ტიპობრივი გაუმართაობების კლასიფიკაცია, კონსპექტის წარმოება.
- გაუმართაობის პირდაპირი (უფრო შესაძლებელი) და ირიბი (ნაკლებად შესაძლებელი) მიზეზების მითითება. შესასრულებელი ქმედებების თანმიმდევრული გაცნობიერება, ოპერაციის დამუშავება.
საწარმოო სწავლების მეთოდების პრობლემების განხილვისას არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ პრობლემურ მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენებიან სამი სავარჯიშოს სახით:
- საპროექტო, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესის აგებასთან დაკავშირებულ ამოცანებს (დეტალების დამუშავება. ელექტრომონტაჟი და ა. შ.); პირობითიან ტრანაჟერზე მოცემული ტექნოლოგიური პროცესის აგებასთან დაკავშირებულ ამოცანებს (დეტალების დამუშავება, ელექტრომონტაჟი და ა. შ.);
- სარეგულაციო, რომელიც გულისხმობს დავალებას- აღმოიფხვრას პირობითი ან ტრანაჟორზე მოცემული ტექნოლოგიური პროცესის ნაკლი; დაწესდეს (დადგინდეს) ნორმალური სამუშაო რეჟიმი;
- დიაგნოსტიკური, რომელიც გულისხმობს გაუმართაობის მიზეზის ძიებას.
თუ განვიხილავთ სამი სავარჯიშოდან თითოეულის წარდგენისა და შესრულების პროცესში ოსტატისა და მონაწილის საქმიანობის სტრუქტურას, მაშინ ჩვენ მივიღებთ სწავლების ევრასტიკული მეთოდის ნაირსახეობას.
ამგვარად, საწარმოო სწავლების მეთოდიკაში გამოიყენებიან შემდეგი მეთოდები: შრომითი ქმედებების ჩვენება, საწრთვნელი, დიალოგური, ალგორითმული და ევრისტიკული.
ბუნებრივია, სწავლების ამ მეთოდებიდან პრაქტიკაში მხოლოდ ერთის გამოყენებით შეუძლებელია პროფესიული უნარების ფორმირება. საწარმოო სწავლების გაკვეთილებზე გამოიყენება მეთოდების შეთავსება. ამასთან, წამყვანი მეთოდის არჩევისას აუცილებელია მეთოდების თანაფარდობა მიზნებთან, ამოცანებთან და გაკვეთილის ყოველი ეტაპის შინაარსთან. |