2009-2010 სასწავლო წელი თვენახევარია , რაც დაიწყო და სასწავლო ფერხულშიც ყველა სასკოლო ასაკის ბავშვი ჩაება. ახალი სასწავლო წლის უმთავრესი პრობლემა - სახელმძღვანელოები
და სხვადასხვა სასკოლო ნივთები “ მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა უკვე შეიძინა. თუმცა არის მოსწავლეების კატეგორია, რომელსაც ყველა საჭირო ნივთი და სახელმძღვანელო ჯერ კიდევ არ აქვს.სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობრივი მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც მაღალია. შესაბამისად, მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და სრულყოფილი განათლების მისაღებად საჭირო პირობების მინიმუმიც კი არ აქვთ.
ბავშვის სიღარიბე კი ეროვნული საფრთხეა და ეს საფრთხე ემუქრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა უპირველესად პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. “სიღარიბე ისეთი მოვლენაა, რომელიც ყველა ადამიანის განვითარებაზე ახდენს გავლენას. მით უმეტეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე მაშინ მაშინ, როდესაც ყალიბდება მისი ღირებულებათა სისტემა, დამოკიდებულება”, - გვიხსნის ფსიქოლოგი გულიკო ბექაური. მისი თქმით, ახალი სასწავლო წელი ბავშვის ფსიქიკაში ყველაფერ ახალთან ასოცირდება და ამ ახლის მოლოდინი ძალიან შთამბეჭდავია: “მაგრამ ამ შთამბეჭდაობას ბლოკავს ის, რომ ბავშვს ბავშვს, ვთქვათ, წიგნი არ აქვს. ამ ფაქტორის გათვალისწინება რომ ხდებოდეს - რა დონეზე იბ- იბლოკება ლოკება ბავშვის ემოციური სამყარო, ალბათ სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებდით”.
სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში იგი იმ გზებისა და საშუალებების ძიებას გულისხმობს, რითაც სკოლებში მატერიალური უთანასწორობის პრობლემა მოგვარდება: “სასწავლო წელი როდესაც იწყება, ყველანაირი რესურსი უნდა გამოინახოს ქვეყანაში, რომ არსებობდეს რაიმე ტიპის ფონდი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს”.
მეექვსე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნანა გვირჯიშვილის ოჯახში ცხრა წევრია. ექვსი დედმამიშვილიდან ოთხი სკოლის მოსწავლეა. ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და მამის საქმიანობაა: “მამა ტაქსაობს . არ გვიჭირს, იმდენს შოულობს შოულობს, რომ რაც აუცილებლად გვჭირდება გვჭირდება, ის ნივთები გვიყიდოს”.
თუმცა ნანა ამბობს, რომ ამის საშუალება ყველას არ აქვს. მისი მეგობარი ნინო მაისურაძე ამბობს, რომ მთავარი მონდომებაა, საჭირო ინფორმაციის მოძიება მოსწავლეს ბიბლიოთეკიდანაც შეუძლია.
თუმცა წიგნებისა და სხვა სასკოლო ნივთების არქონა მოსწავლეებზე დიდ გავლენას რომ ახდენს, ამაში მეგობრებს ეთანხმება: “ყოფილა შემთხვევა , რომ მასწავლე მასწავლებელს ბელს შენიშვნა მიუცია მოსწავლისთვის მოსწავლისთვის, წიგნი რატომ არ გაქვს, ან დავალება რატომ არ გიწერიაო და ბავშვი გაჩუმებულა”. ფსიქოლოგის აზრით, პედაგოგობა ძალია რთული პროფესიაა და შეუძლებელია მასწავლებელმა ყველა ფაქტორი გაითვალისწინოს: “განსაკუთრებით, მაშინ როცა უკვე დაღლილია. უბრალოდ, ძალიან რთულია”.
განსაკუთრებით ფრთხილი მიდგომა ბავშვისადმი გარდამავალ საფეხურებზეა საჭირო. მაგალითად, მეხუთე კლასში, როცა ერთ, დედამასწავლებელს სხვა რამდენიმე მასწავლებელი ენაცვლება. თავიდან იწყება მოსწავლის პიროვნების ამოცნობა, იცვლება მისი ხედვა და იწყება მისი სოციალიზაცია. ამ კლასის ბავშვებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვინაიდან ამ პერიოდში რა წარმოდგენაც ჩამოუყალიბდებათ მათზე მასწავლებლებს, ის დარჩებათ ბოლომდე. ამდენად, საჭიროა, ბავშვის სწორად დანახვა და ამაში ხელი არ უნდა შეეშალოს უსახსრობით. “ბავშვი ითრგუნება, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა უკვე აცნობიერებს, რომ სიღარიბის გამო არ აქვს წიგნი და არა იმის გამო, რომ ვთქვათ დედას, ან მამას არ უნდა ისწავლოს.
ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ემოციურ განცდას. უარყოფითი ემოცია აბსოლუტურად უკარგავს მოტივაციას”, - ამბობს ფსიქოლოგი. სწავლების თანამედროვე მიდგომები კლასგარეშე, დამატებითი მასალების მოძიებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იქამდე, ვიდრე ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ყველა მოსწავლეს ექნება, ჯერ კიდევ დიდი დროა. ერთადერთი გამოსავალი ამგვარ ვითარებაში სკოლებში არსებული კომპიუტერული ბაზით სარგებლობაა. პროგრამა “ირმის ნახტომის” ფარგლებში კომპიუტერები ყველა სკოლას აქვს.„ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია შევიდეს კომპიუტერულ კლასში და ისარგებლოს კომპიუტერებით“, - გვეუბნება ნინო მაისურაძე. მეგობარს ეთანხმება ქრისტინე კურტანიძეც. ორივე მათგანი მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ ინტერნეტზე მოსწავლეების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებადაა. კარტრიჯისა და ფურცლების პრობლემა სკოლას ნამდვილად არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დოტაციურია . სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამობეჭდოს, რაც უნდა: “ეს არაა პრობლემა. პატარა სკოლა ვართ, მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ურთიერთობის პრობლემები არ გვაქვს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს პიროვნების ჩამოყალიბებაზე”.
თუმცა, არსებობს სხვა დეფიციტური სკოლები, სადაც სხვაგვარი ვითარებაა. განათლების სამინისტროდან სპეციალური პროგრამები არ არსებობს. სკოლებისთვის თანხები არც ადგილობრივ ბიუჯეტებშია გათვალისწინებული. უთანასწორობა კვლავ აღმოუფხვრელი რჩება და კვლავ ძალაშია სასკოლო ნივთების ფონდის იდეა. “აუცილებელია, ისეთი გზა მოვძებნოთ, რომელიც ბავშვის პიროვნებას და სულიერებას არ დააზიანებს. პრობლემას პრობლემა არ უნდა დავუმატოთ . ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ მსგავსი ფონდების შექმნაში მთელი საზოგადოება , ყველა სექტორი ჩაერთვება და ის ყველა ბავშვზე იქნება გათვლილი, რათა ამ ნიშნით დაყოფა და დისკრიმინაცია არ მოხდეს”, - დასძენს ფსიქოლოგი.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009
|