მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    სოციალური პარტნიორობა - ფასადური ატრიბუტი, თუ ეპოქის გარდაუვალი მოთხოვნაა? 16 ივნისი 2014

     საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა   ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

    გამართული სოციალური პარტნიორობის   სისტემის პირობებში:                                                                    

    •                 მუშაკების ინტერესებს წარმოადგენენ პროფესიული კავშირები;

    •                 ბიზნესის, ანუ დამსაქმებელთა ინტერესებს - მეწარმეთა სხვადასხვა სახის სექტორალური (დარგობრივი) გაერთიანებები;

    •                 ტრიპარტიზმის პრინციპიდან გამომდინარე პარტნიორთა ინტერესების შეთანხმების უშუალო მონაწილეს, ე.ი. მესამე მხარეს, წარმოადგენს - სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად ასრულებს შეთანხმებების შესრულების გარანტის ფუნქციას.

     

    განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სოციალური პარტნიორობა არ უნდა წარმოადგენდეს „სახემწიფო მანქანის სწრაფი ჩაქროლვის ცალმხრივ მაგისტრალს“. პარტნიორობა   და   თანხმობა მიიღწევა მხოლოდ სოციალური დიალოგის მეშვეობით, მხარეთა ინტერესების თაობაზე მოლაპარაკების შედეგად, ანუ ეს არის „ორმხრივი მოძრაობა“, საკმაოდ რთული და ურთიერთ თანმხვედრი გზა.

     

    ბუნებრივია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების   გარკვეულ ეტაპზე შრომისა და დასაქმების სფეროებთან ერთად სოციალური პარტნიორობის აუცილებლობა წარმოიშობა პროფესიულ განათლებაშიც. ეს პარტნიორობა ყალიბდება მხოლოდ პროცესის თვითოეული მონაწილის ინტერესთა შეთანხმების, უფლება - მოვალეობათა     განსაზღვრის საფუძველზე და კოლექტიური თანამოქმედების პირობებში.

     

    ევროპის   გამოცდილება აგრეთვე გვიჩვენებს, რომ გამართული   პარტნიორობა   ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებას უქმნის   განვითარებისა და სრულყოფის უმძლავრეს შესაძლებლობებს, ის უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების ქმედითუნარიან კავშირს ეკონომიკასთან, უშუალოდ ბიზნესთან და პირველ რიგში   დასაქმების სფეროსთან, შრომის ბაზარზე ამკვიდრებს კვალიფიკაციების, უნარ - ჩვევებისა და კომპეტენციების საჭირო ბალანსს.

     

    ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური პარტნიორობის სისტემის ფორმირება   მიმდინარეობდა   გასული საუკუნის 50 - ნი წლების შუალედიდან - 90 - ნი წლების დასაწყისამდე   და ხორციელდებოდა ფართო სოციალური დიალოგის განვითარების პროცესში. სწორედ ამ დროსათვის ჩამოყალიბდა სოციალური პარტნიორობის ძირითადი მოდელები და მიდგომები პროფესიულ განათლებაშიც. ამ მოდელებში ხაზგასმულად გამოიკვეთა სახელმწიფოს როლის ახლებურად გააზრების აუცილებლობა, მათ შორის პროფესიული განათლების ორგანიზებასა და მართვაში. აღნიშნული მიდგომები და მოდელები   ევროპის ქვეყნებში ყალიბდებოდნენ   შრომის ბაზრის თვისობრივად ახალი სახით და სწრაფი ფორმირების პირობებში, რაც, პირველ რიგში, გამოწვეული იყო ტექნოლოგიების   სწრაფი განვითარებით და, აქედან გამომდინარე, ახალი მოთხოვნილებით უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციების მიმართ, მთლიანობაში კი - ეკონომიკისა და კონკრეტული დარგების მხარდაჭერის აუცილებლობით.

     

    სოციალური დიალოგი ევროპაში ინიცირებული იყო ვალ-დუშესში ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟაკ დელორის მიერ. ამ დიალოგის მონაწილეები გახდნენ:

    -               ევროპის მეწარმეთა და დამსაქმებლებთა კონფედერაციების კავშირი (UNICE);

    -               სახელმწიფო მონაწილეობის მქონე და საერთო ეკონომიკური ინტერესების საწარმოთა ევროპული ცენტრი (СЕЕР);

    -               პროფესიული კავშირების ევროპული კონფედერაცია (ETUC);

    -               სახელობო, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ასოციაცია.

     

    ამ სახით დიალოგის გამართვა ევროპის კავშირში   მიჩნეულ იქნა დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და, აქედან გამომდინარე,   აქტიურად დაიწყო   საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში პარტნიორობის მექანიზმების გაძლიერების შემუშავება.

     

    ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისთვისაც აგრეთვე სავალდებულო ხდება სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის ფუძემდებლური მოთხოვნების გაზიარება და ევროპაში აღიარებული პრინციპების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების მრავალ სფეროში   პრაქტიკული რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკაში დამკვიდრება.

     

    სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივი   დეკლარირების მიუხედავად,   ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში, მათ შორის პროფესიული განათლებაშიც, სოციალური პარტნიორობა კვლავ რჩება სახელმწიფოს ფორმალურ, ფასადურ   ატრიბუტად. ამ ინსტიტუტმა   საქართველოში ვერა და ვერ შეიძინა ქმედითუნარიანი სახე.   განათლებისა და   მეცნიერების სამინისტრომ, მეწარმეთა და   დამსაქმებელთა გაერთიანებებმა, პროფესიულმა კავშირებმა ვერ მოახერხეს მიზნობრივი, ფართო სოციალური დიალოგის განვითარება და სოციალური პარტნიორობის თვითოეული მონაწილის რეალური ინტერესების, პრაქტიკული როლისა და ფუნქციების გამოკვეთა-განსაზღვრა და ამ ინსტიტუტის მექანიზმების სრულფასოვანი ამოქმედება როგორც ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე მისი ვერტიკალის ყველა საფეხურზე. წლების განმავლობაში აქცენტი უფრო მეტად კეთდებოდა სოციალური პარტნიორობის საბჭოს (ფორმალური ორგანოს), როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტის შექმნასა და მუდმივ გადახალისებაზე, პერსონიფიცირებული ინტერესების ლობირებაზე და არა   ურთიერთ დაინტერესების პრინციპებზე აგებული, ქმედითუნარიანი ინსტიტუციური სტრუქტურების ფორმირებაზე.                                                                                                                                                           თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ ჩვენი   ქვეყანა არ წარმოადგენს უნიკალურ გამონაკლისს და ამ სახის პრობლემები შეინიშნება როგორც საბაზრო მდგრადი   ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარკვეულ ნაწილში, აგრეთვე მთელ რიგ განვითარებად და მით უფრო პოსტ-საბჭოურ ქვეყნებშიც. მაგრამ ეს ვითარება არ ამართლებს ამ მეტად აქტუალური საკითხისადმი ჩვენს ფორმალურ მიდგომებს და   უშედეგო ძალისხმევას სოციალური დიალოგის გამართვისა და პარტნიორობის ინსტიტუტის დამკვიდრებისა და განვითარების მიმართ.

     

    საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი მოუწოდებს განათლებისა და   მეცნიერების სამინისტროს:

    ü გადახედოს თავის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიდგომებს სოციალური პარტნიორობის მიმართ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით;

    ü  გამართოს რეალური დიალოგი უშუალოდ ბიზნესის სექტორალურ გაერთიანებებთან, დარგობრივ პროფკავშირებთან და შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

    ü მიაღწიოს დარგობრივი პრინციპით მეწარმეთა აქტიურ ჩართულობას: საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, სასწავლო დაწესებულებების დაფუძნების საკითხების განხილვაში, სტანდარტების შედგენის, სწავლებისა და მომზადების შინაარსის განსაზღვრის, ხარისხის შეფასების, კვალიფიკაციის მინიჭების და აღიარების საკითხებში.

    ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია   საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა   და   დადებითი მაგალითების ადაპტაციის შესაძლებლობის  განხილვა საქართველოში არსებული ვითარების გათვალიწინებით.

    ამასთან დაკავშირებით აგრეთვე გთავაზობთ გაეცნოთ პუბლიკაციას: „სოციალური პარტნიორობის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“

    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 30 მარტი 2013

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

    მემორანდუმის მიზანია:  
    პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
    შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
     ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

     

     

    პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი 28 თებერვალი 2013

    ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?

    ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.

    ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.  

     

    მთავარი თემა 30 ოქტომბერი 2012

    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? 03 ივნისი 2012

    უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????  

    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

    სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში 24 აპრილი 2012
    პრეტესტები და სხვა  სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადება და ჩატარებაში.  
    საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი.
    პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო 05 აპრილი 2012

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  

    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები 26 თებერვალი 2012

    2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება  

    ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც  უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,  
    უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ  ცნობარში.
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია 21 ნოემბერი 2011
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკა ფსიქოლოგია პრესა განათლების შესახებ მოდა და დიზაინი ოჯახი, მშობლები და ბავშვი ბუნება, ეკოლოგია ფინანსები ბიოლოგია ქიმია სპორტი და ექსტრიმი მშობლიური ენა და ლიტერატურა გეოგრაფია აბიტურიენტი და გამოცდები ეკონომიკა იურისპრუდენცია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის მოვლა და აღზრდა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები უცხო ენები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სიახლე განათლების სფეროში გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა საგანმანათლებლო დაწესებულება დასაქმება და კარიერა მათემატიკა ჟურნალისტიკა, PR სკოლა და მოსწავლე სხვა რელიგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება კინო და მუსიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია გართობა და თამაშები ხელოვნება და კულტურა სოციოლოგია, პოლიტოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024