აქტიური მომხმარებლები |
|
ალექსანდრე ეჯიბაძე |
|
მზია გიგუაშვილი |
|
ნანა ხახუტაიშვილი |
|
მარიამი ნარიმანაშვილი |
|
ნინო ბაიდოშვილი |
|
ვიკა |
|
თიკა გამყრელიძე |
|
ნათია სორდია |
|
მარიამ დავითაშვილი |
|
ქეთევანი ვარდანაშვილი |
|
|
ახალი კომენტარები |
|
ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :* |
მე ვერ დავამატებ ტესტს? |
შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი. |
„ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? |
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
... |
|
|
|
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
19 თებერვალი 2010 |
პატივცემულო პედაგოგებო,
ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე. კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები, შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
კონკურსი ცხადდება პორტალის Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და სპონსორი ორგანიზაციების ინიციატივით, რომლებიც ჟიურისა და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებთან ერთად უზრუნველყოფენ მის ჩატარებას. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ - პორტალი Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი საიტები, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და ელექტრონული მასმედია. კონკურსის ჩატარების ვადები: 2010 წლის 20 თებერვალი - 20 ივნისი.
კონკურსის დანიშნულება და მიზანი: ფართო საზოგადოებას თვალნათლივ დავანახოთ თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა და ჯეროვნად დავაფასოთ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში მისი ღვაწლი და ამაგი. ხელი შევუწყოთ: სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებას; პედაგოგ-ნოვატორთა გამოცდილების გამოვლენას, აღიარებასა და მხარდაჭერას; აქტუალური და ორიგინალური მეთოდიკისა, ინტერაქტიული და ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების წარმატებული მაგალითების თაობაზე ფართო პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირებას; ინოვაციური იდეების ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბებას; ინოვაციური სივრცის შექმნას, რომელიც გააერთიანებს პედაგოგთა ძალისხმევას სწავლისა და აღზრდის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში; მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას, აქტუალური პრობლემებისადმი მეცნიერთა და სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.
კონკურსის მონაწილეები: კონკურსში ნებაყოფლობითი მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების პედაგოგმა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგების სპეციალისტმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტმა და ავტორთა ჯგუფმა.
კონკურსის ნომინაციები:
ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”
ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”
ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”
ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”
ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”
რა სახის ნამუშევარი შეიძლება იყოს წარმოდგენილი: პედაგოგიური კვლევის ან პრაქტიკული დაკვირვებისა და გამოცდილების აღწერილობა; სასწავლო-კვლევითი პროექტი; მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო; მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები; საავტორო პროგრამა; სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტი; შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამა; ამოცანათა კრებული; შემსწავლელი და შემფასებელი ტესტები; ლაბორატორიული სამუშაოების ციკლი; დიდაქტიკური მასალების პაკეტი; მეცადინეობის ჩატარების სცენარები; სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს როგორც კონკრეტული საგნის სფეროს, აგრეთვე იყოს ინტეგრირებული. თვითოეულ მონაწილესა თუ ჯგუფს საკონკურსოდ შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი.
• საკონკურსო ნამუშევრების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: აქტუალობა, გამოყენებადობა, შედეგიანობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია: კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი; საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია (თეზისები); საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსია. აღნიშნული მასალები პორტალზე გამოქვეყნებისათვის წარმოსადგენია: 2010 წლის 20 დან – 26 აპრილამდე, ელექტრონულ მისამართზე: guest@education.ge
მონაწილეობის პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას შესძლებთ კონკურსის დებულებაში, რომელიც გამოქვეყნდება 2010 წლის 24 თებერვალს პორტალზე www.education.ge
კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: tchkadua@mes.gov.ge - თეონა ჭკადუა, ტელ.: 43-88-19.
Education.ge - ს: alexanderejibadze@gmail.com - ალექსანდრე ეჯიბაძე, ტელ.: 36-10-42.
კონკურსის ინიციატორებს ერთი მიზანი გვაქვს: დავაფასოთ პედაგოგების შრომა და დავეხმაროთ მათ.
ძვირფასო პედაგოგებო, ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გვაუწყეთ თქვენი განწყობა და დამოკიდებულება, მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას, ჩაერთეთ შემოთავაზებული წინადადებების რეალიზაციაში. ეს ხომ თქვენი და თქვენთვის ჩაფიქრებული კონკურსია. გავითავისოთ და ის წარმატებულად ჩატარდება. ველით თქვენ აქტიურ მონაწილეობას!
პატივისცემით და წარმატებების სურვილით,
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ინიციატორთა საორგანიზაციო ჯგუფი.
|
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
|
პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი |
28 თებერვალი 2013 |
ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას? თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?
ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.
ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.
|
განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? |
03 ივნისი 2012 |
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ???? |
2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები |
02 ივნისი 2012 |
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა. |
პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო |
05 აპრილი 2012 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. |
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები |
26 თებერვალი 2012 |
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება
ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,
უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცნობარში. |
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია |
21 ნოემბერი 2011 |
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>> |
|
|
|
|
მთავარი |
|
მოსწავლეებისთვის |
|
სტუდენტებისთვის |
პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:
|
|
|
|
|
|
მშობლებისთვის |
|
პედაგოგებისთვის |
|
ადმინისტრატორებისთვის |
|
|
|
|
|
|
|