ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების სტრატეგიიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით სკოლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და შინაარსობლივი ცვლილებების განხორციელება:
საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლისთვის ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია;
• რეგიონებში ექსპლუატაციაში შევა 12 ახალი სკოლა;
• ახალი სტანდარტების ორი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება ფოთსა და ქობულეთში ;
• თბილისში ამოქმედდება მასწავლებლის სახლი;
• ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებს 60 000 ნეტ-ბუკს.
• ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემა სახელმძღვანელოები;
• 1 000 წარჩინებულ ათოსან მოსწავლეს სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს აჩუქებს.
o eSchools - სკოლებში თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა დაინერგება. კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნებათ, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები, თანამედროვე სისტემის საშუალებით ადმინისტირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად წარიმართება და მშობლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ.
o პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელთა ფასი ათ ლარს არ აღემატება.
o ინგლისურის ენის შესწავლა პირველი კლასიდან მაკმილანის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება;
o სკოლები 10 000 ახალი დაფით, მერხითა და სკამით აღიჭურვება;
o სკოლებში დაწყებულია ინტერაქტიული Smart Board-ის დაფების შეტანა;
o პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო - საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით ინება უზრუნველყოფილი.
წყარო: mes.gov.ge